განძის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის საანბანო პერიოდის დაწყება დღესასწაულად იქცა
06-11-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განწყობისა და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას ადასტურებს ის აქტივობები, რომლებიც სკოლაში იმართება.

ასე საინტერესოდ და საზეიმო გარემოში დაიწყეს პირველკლასელებმა ანბანის სწავლა. 

„ანბანის შებრძანება“ განძის N2 საჯარო სკოლაში, ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლის ლილით ლულუკიანის ხელმძღვანელობით, ნამდვილ დღესასწაულად იქცა.

მოსწავლეები გაეცნენ „დედაენის“ ავტორის - იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. მათ ასევე ასო-ბგერები „ა“ და „ი“ პირველად მოხაზეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

აქტივობებში ისინი დიდი მონდომებითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203