თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარას საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა ჩართულობას არაფორმალური განათლების პროექტებში ახალისებენ, მოსწავლეებიც აქტიურობით გამოირჩევიან და კონკურსებში ხალისით მონაწილეობენ.
5 ნოემბერს, ჯვარას საჯარო სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“ საშემოდგომო სერია ჩატარდა.
მონაწილე გუნდების თითოეული წევრი აქტიურად იყო ჩართული სამუშაო პროცესში, ისინი ცდილობდნენ ლოგიკური მსჯელობით სწორი პასუხის გაცემას და საკუთარი გუნდისთვის წარმატების მოტანას. ასეც მოხდა, ორივე გუნდმა საკმაოდ მაღალ დონეზე ითამაშა.
„კვლავაც წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს აღსაზრდელებს!“- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს შემდეგ ეტაპზე გულმუსრვალედ გულშემატკივრობენ.
იხილეთ ფოტოები: