წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლაში საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობა გაიმართა.
ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ სკოლის ახალგაზრდა პედაგოგი, თეონა ჭელიძე. მისი ინიციატივით, დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა ერთად უყურეს მხატვრულ ფილმს - „ზღარბი“, რომელსაც შემდეგ მოჰყვა აქტიური დისკუსია.
მოსწავლეებმა გამოავლინეს კრიტიკული აზროვნების უნარი და გაუზიარეს ერთმანეთს საკუთარი მოსაზრებები ფილმში წამოჭრილ მნიშვნელოვან საკითხებზე.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ამგვარი ღონისძიებები ხელს უწყობს მოსწავლეების ანალიტიკური უნარების განვითარებას და აძლიერებს მათ შორის თანამშრომლობას. სკოლის ადმინისტრაცია გეგმავს მსგავსი შემეცნებითი აქტივობების რეგულარულად ჩატარებას.
„განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ქალბატონ თეონა ჭელიძეს საინტერესო ინიციატივისთვის და ყველა მონაწილეს აქტიური ჩართულობისთვის“,- დასძენენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: