„თუ მოსწავლე კარგად სწავლობს და სანიმუშო ყოფაქცევით გამოირჩევა, შეიძლება წახალისდეს“- აინა გარაგაშევა, ქოსალარის საჯარო სკოლის დირექტორი
06-11-2024

არ აქვს მნიშვნელობა რომელ ქვეყანაში ცხოვრობთ ან რომელი წელია, სასკოლო სივრცეში მოსწავლეთა ყოფაქცევის საკითხი ყოველთვის აქტუალური თემაა - ამას პედაგოგებიც ხშირად აღნიშნავენ. 

ბუნებრივია, ამ გამოწვევის წინაშე საქართველოც დგას და როგორ შეიძლება ვითარების მართვა, ამ საკითხზე სკოლების ხელმძღვანელების აზრი მეტად საინტერესოა. etaloni.gთეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქოსალარის საჯარო სკოლის დირექტორს - აინა გარაგაშევას დაუკავშირდა, რათა აღნიშნულ თემაზე მისი შეხედულებაც მოგვესმინა. 

როგორც სკოლის დირექტორმა აინა გარაგაშევამ etaloni.ge-სთან განაცხადა, მათ ძალიან აქტიური, მოტივირებული და ზრდილობიანი მოსწავლეები ჰყავთ, რომლებიც სასკოლო წესრიგს არასოდეს არღვევენ.

მიუხედავად ამისა, დირექტორმა ყურადღება სკოლებში არსებულ ზოგად ფონსა და მოსწავლეების ყოფაქცევის საკითხზე გაამხვილა. მისი თქმით, ყოფაქცევის ნიშნით შეფასება სასურველი არ იქნებოდა, თუმცა სანიმუშო მოსწავლეებისთვის რაიმე წამახლისებელი ბერკეტი უნდა არსებობდეს. 

„ყოფაქცევის საკითხი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. მოსწავლე თუ კარგად სწავლობს და ყოფაქცევა კარგი აქვს, ის შეიძლება რაიმე სახით წახალისდეს. ჩვენთან, ამ მხრივ, ძალიან კარგი გარემოა. მოსწავლეები ძალიან კარგად იქცევიან და არანაირი პრობლემა არ გავქვს“,- ამბობს სკოლის დირექტორი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203