ოფრეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები თავიანთ სკოლის ისტორიას გაეცნენ და პრეზენტაცია მოამზადეს
13-06-2018
ოფრეთის საჯარო სკოლაში საინტერესო და შემეცნებითი პრეზენტაცია ჩატარდა.
მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა ვიკტორ კლინკაროვმა და ქრისტინე ლავრენტიევამ ოფრეთის საჯარო სკოლის ისტორია მოიძიეს და აუდიტორიას გააცნეს.
პრეზენტაციას სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები და ჩანახჩის საჯარო სკოლიდან მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
პროექტს „არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების“ პროგრამის კონსულტანტ მასწავლებელი თინა ბაწაშვილი ხელმძღვანელობდა.
ოფრეთის საჯარო სკოლა 1896 წელს დაარსდა. სკოლა გიორგი პაპანდოპულო ანასტასიევმა დაარსა. 1896 წლიდან დღემდე სკოლას 15 დირექტორი ჰყავდა. აღსანიშნავია, რომ ოფრეთის საჯარო სკოლას ძალიან ბევრი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს, რომლებიც დღემდე სხვადასხვა ქვეყანაში წამყვან თანამდებობაზე მუშაობენ.
პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში ინფორმაციის კვლევა-ძიების, დაჯგუფების, დახარისხების და პრეზენტაციის უნარის განვითარება და ხელშეწყობა.