„იგავში გაცხადებული სიმართლე“ - საინტერესო ღონისძიება ზემო ხანდაკის საჯარო სკოლაში 
06-11-2024

პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის სახელობის კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად და საინტერესოდ მიმდინარეობს. სკოლაში, პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა ჩართულობით, არაერთი აქტივობა იმართება.

ამჯერად, სკოლაში, მე-7 კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით ქართული ენის გაკვეთილზე საინტერესო ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიება სახელწოდებით - „იგავში გაცხადებული სიმართლე“  სულხან-საბა ორბელიანის შემოქმედებიდან გაიმართა და მას პედაგოგი მ. ბარნაბიშვილი ხელმძღვანელობდა.

აღნიშნულ დღეს, ასევე, მოეწყო პრეზენტაცია, სადაც მოსწავლეებმა გამოკვეთეს თითოეული იგავ-არაკის მორალი და შინაარსი.

ღონისძიება ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო თითოეული მოსწავლისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203