საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებისთვის მორიგი შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი აქტივობა მოეწყო.
მიღებული ცოდნის განმტკიცებისა და შემეცნების მიზნით, სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული თემატიკის ფარგლებში, თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის VIბ კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი სალომე ნოზაძე) იმყოფებოდნენ სულხან-საბას სახელობის პარკში, მის ძეგლთან. მოსწავლეებმა ისაუბრეს მწერლის დამსახურებაზე, წარმოადგინეს და გააცოცხლეს მისი იგავ-არაკები.
ასევე, მათ მოინახულეს მთაწმინდის პანთეონი და პატივი მიაგეს მწერლებსა და საზოგადო მოღვაწეებს.
მოსწავლეებს ასევე ახლდათ გიმნაზიის საქართველოს ისტორიის პედაგოგი იოსებ აფაქიძე და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი თეონა მოდებაძე.
იხილეთ ფოტოები: