ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ უსახელოს საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი იაკობიძე მოსწავლე-მასწავლებლებთან მეგობრული ურთიერთობითა და კეთილგანწყობით გამოირჩევა. ის ყოველთვის ითვალისწინებს მოსწავლეების აზრს და მათ პატივს სცემს. სკოლის ხელმძღვანელს კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ პოზიტიური სასწავლო გარემო ბავშვების ინტელექტუალურ, ფიზიკურ, სოციალურ განვითარებას უწყობს ხელს, სწორედ ამიტომ, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბავშვებისთვის სკოლა საყვარელი ადგილი იყოს.
გთავაზობთ უსახელოს საჯარო სკოლის დირექტორის - გიორგი იაკობიძის ბლიც-ინტერვიუს:
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- ჩვენს სკოლაში კოლეგიალური, გუნდური მუშაობის პრინციპებისა და პატივისცემაზე დაფუძნებული გარემოა. ყოველთვის ვითვალისწინებთ მოსწავლეთა აზრს და ინტერესებს. პოზიტიური სასწავლო გარემო უზრუნველყოფს ბავშვების ინტელექტუალურ, ფიზიკურ, სოციალურ და ემოციური განვითარებას.
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთობა ნამდვილად მნიშვნელოვანი. მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობა პირდაპირ არის დაკავშირებული მოსწავლის სასკოლო ცხოვრების ხარისხსა და წარმატებასთან, ასევე მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობა გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ინფორმაციის გაცემა-მიღება. ის გავლენას ახდენს ბავშვის ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე. მოსწავლე-მასწავლებლის კარგ ურთიერთობას განაპირობებს მოსწავლის აკადემიურ წარმატება, მისი სოციალურ-ემოციური კეთილდღეობა, მოტივაცია და ქცევა.
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- ყველანი არიან გულწრფელები და პატივსაცემები.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- მთლიანი სასკოლო საზოგადოება, მდიდარი მატერიალურ- ტექნიკური ბაზა, კვალიფიციური მასწავლებლები.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- ძლიერი სკოლა, მოსწავლეთა წარმატებები.
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებს.
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- ყველაზე მეტად ექსკურსიები მახარებდა.