კერძო სკოლა „ჰელიოსში“ მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. პედაგოგები ბავშვებს წიგნის სიყვარულს ასწავლიან.
„წიგნები აზრის ხომალდებია, ჟამთა ტალღებში რომ მიცურავენ და ზრუნვით გადასცემენ ძვირფას ტვირთს თაობიდან თაობას“, - ამ შეგონებით, Vა და Vბ კლასის მოსწავლეები ახლახან ხელოვნების სასახლეს ეწვივნენ.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს სასახლეში არსებული უძველესი კოლექცია, ასევე მოისმინეს ინფორმაცია წიგნის წარმოშობის შესახებ საუკუნეების მიხედვით. ჩაერთვნენ კითხვა-პასუხის რეჟიმში და დეტალურად განიხილეს წიგნის შექმნის ისტორიის ფაზები.
ასევე, მოსწავლეებმა შეასრულეს პრაქტიკული სამუშაოც. მათ დაამზადეს ორიგინალური სანიშნეები და გააფორმეს ისინი თავიანთი დიზაინით.
იხილეთ ფოტოები: