„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ერთ გუნდად შეკრულ სოციუმს“ - სულიკო ხოზრევანიძე, თეჯისის საჯარო სკოლის პედაგოგი
06-11-2024

სულიკო ხოზრევანიძე, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეჯისის საჯარო სკოლის პედაგოგია, რომლის მოტივაციის წყარო მოსწავლეებია. მისთვის მთავარია სასკოლო საზოგადოებაში იყოს ნდობა, ურთიერთპატივისცემა და გულწრფელობა - სწორედ ამ თვისებებით, ღირსეულად ზრუნავს განათლებული თაობების აღზრდაზე. 

გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ სულიკო ხოზრევანიძესთან

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- მოწესრიგებულ გარემოს, როდესაც ყველა ასრულებს თავის საქმეს გულმოდგინედ.

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- გულწრფელობა, ნდობა და ურთიერთპატივისცემა.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან... 

- ისწავლეს სახელმწიფო ენა და ლაპარაკობენ ქართულად.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- ერთ გუნდად შეკრულ სოციუმს, რომლებიც აძლიერებენ ერთმანეთს.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- ჩემი მოსწავლეების მომღიმარი სახეები.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ... 

- იაკობ გოგებაშვილის „დამალული განძი“.

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- წინასაახალწლო ზეიმი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203