კერძო სკოლა „ჰელიოსის“ პროფესიონალი პედაგოგების ხელმძღვანელობით, სასწავლო პროცესი არასდროსაა ერთფეროვანი და მოსაწყენი, მათი იდეები და სწავლების მეთოდები, ყოველთვის ერგება მოსწავლეების ინტერესებსა და სურვილებს, ამაზე მოზარდების აქტიურობაც მეტყველებს.
ამჯერად, მეექვსე კლასის მოსწავლეებმა შეისწავლეს ლევან გოთუას „ქვის დედაენა“, განიხილეს ნაწარმოების თემა და ისაუბრეს დედაენის მნიშვნელობაზე.
ასევე, მოსწავლეებმა ერის საგანძური - „ვეფხისტყაოსანი“, განიხილეს და აღნიშნეს, თუ რამდენად დიდ ლიტერატურულ მემკვიდრეობას ინახავს საქართველოს მატიანე.
გაკვეთილის დასასრულს კი, მოსწავლეებმა შეასრულეს სახალისო დავალება - დახატეს მოთხრობისთვის გარეკანი.