საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლა თავისი მრავალმხრივ დატვირთული, საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული ღონისძიებებით გამოირჩევა.
იქ გამოჩენილი ქართველების შესახებ მოსწავლეების ინფორმირებას დიდი ყურადღება ეთმობა. ამჯერად, როგორც სკოლაში გვიყვებიან, დიდი ქართველი მწერლის, მოაზროვნის, ქართული ცხოვრებისა და აზროვნების კანონმდებელის - ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი თემატური დღეები დაიწყო.
მის ფარგლებში, სხვადასხვა აქტივობა ეწყობა, რომელთა მიმდინარეობაშიც სასკოლო საზოგადოება განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ერთვება. საერთო განწყობას კი თავად ილია ჭავჭავაძის შემდეგი სიტყვები ამაღლებს - „მარად და ყველგან საქართველოვ მე ვარ შენთანა...“