თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ შავსაყდრის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლებისა და საგაკვეთილო პროცესში აქტიური ჩართულობის მიზნით მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, ასეთი საინტერესო სკოლის მე-5 კლასში მათემატიკის გაკვეთილი იყო. პედაგოგმა ნანა თეგაძემ კლასში, აქტივობა - „ვწერთ დაფიქრებით“ ჩაატარა.
აქტივობაში ბავშვები დიდი მონდომებით მონაწილეობდნენ. მათ ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.
ეს დღე დასამახსოვრებელი და საინტერესო იყო მოსწავლეთათვის.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები: