თბილისის N31 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეების წახალისებას აქტიურად ჩაერთონ საგანმანათლებლო ინიციატივებში და თავიანთი უნარები წარმოაჩინონ.
ამჯერად, სკოლაში გაიმართა ინტელექტუალური შეჯიბრის - „ტვინების ბრძოლა“, შიდასასკოლო ჩემპიონატი.
თამაშში მონაწილეობდნენ მოსწავლეები მე-6 დან მე-11 კლასის ჩათვლით. VI - VII - VIII კლასებს შორის პირველობა წილად ხვდა მე -7ა კლასს ( კლასის ხელმძღვანელი ეკა ბარნაბიშვილი), საშუალო საფეხურზე კი, გაიმარჯვა მე-10ა კლასმა ( კლასის ხელმძღვანელი ნათია გურასპაშვილი)
სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა შემართება, გამარჯვებულებს ულოცავენ წარმატებას და წინსვლას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: