ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდის საჯარო სკოლის მოსწავლეები სპორტულ აქტივობებში მონდომებით ერთვებიან.
მათ შორის, ისინი სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში გამართულ მუნიციპალურ თამაშებში ჩაერთნენ.
მოსწავლეები ერთმანეთს გეზრბენსა და მინი ფეხბურთში შეეჯიბრნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და ღირსეულად იასპარეზეს. შედეგად კი, მინი ფეხბურთის თამაშში მეორე ადგილზე, ვაჟებს შორის, სწორედ კლდის საჯარო სკოლის გუნდი გავიდა.
სკოლაში მათი მიღწევით ხარობენ და ულოცავენ.
„ვულოცავთ ჩვენს გუნდს, ჩვენს მოსწავლეებს და პედაგოგებს ამ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალში კიდევ უამრავ დიდ მიღწევას“,- ასეთია სასკოლო საზოგადოების სურვილები.
იხილეთ ფოტოები: