გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახრისის საჯარო სკოლაში მორიგი საინტერესო აქტივობა გაიმართა.
იქ ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“ შიდასასკოლო ტური ჩატარდა. მის ფარგლებში, ერთმანეთს სამი გუნდი - „ვარსკვლავები",„ცისკარი" და „განთიადი" დაუპირისპირდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ხმების დამთვლელმა კომისიამ გამარჯვებული გუნდი გამოავლინა, რომელსაც სერტიფიკატი გადაეცა.
თამაში ძალიან საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა. ბავშვებმა, ცოდნასთან ერთად, სწრაფი აზროვნების უნარი გამოავლინეს.
იხილეთ ფოტოები: