მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიწმენდის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ, რომლებშიც ბავშვები დიდი ხალისით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლის 1-ელ კლასში, სათაურით - „შემოდგომა ჩემს დიდ მამულში“ საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ღონისძიება ჩატარდა. კლასში ლამაზი საშემოდგომო კუთხე მოეწყო, რომელიც მოსწავლეებმა ყვითელი ფოთლებით გააფორმეს.
აქტივობაში ბავშვები დიდი ხალისითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი. ამ დღეს, მათი განწყობა და მოტივაცია კიდე უფრო ამაღლდა.
ღონისძიებას პედაგოგი ნონა რაზმაძე ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: