ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მიღწევები დაფასებულია. სასკოლო საზოგადოება მათ ყოველთვის მხარს უჭერს, რაც ბავშვებს მოტივაციას კიდევ უფრო უმაღლებს.
ამჯერად, სასკოლო საზოგადოება მე-6 კლასის მოსწავლის - ნიკა მელიქაძის სპორტულ წარმატებას გვიზიარებს.
მოსწავლე, ბათუმის ღია პირველობაზე კრივში, ასაკობრივ მოკრივეთა შორის (28 კგ წონით კატეგორიაში) პირველი ადგილის მფლობელი გახდა.
ის, დამსახურებული სიგელითა და მედლით დაჯილდოვდა.
სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და კიდევ ბევრ გამარჯვებას ულოცავენ.
იხილეთ ფოტო: