ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლაში პედაგოგის შრომა და ღვაწლი დაფასებულია. სწორედ ამიტომ, სკოლაში, მასწავლებლის ეროვნული დღე განსაკუთრებულად, საზეიმო ვითარებაში აღინიშნა.
მე-8 და მე-10 კლასების მოსწავლეებმა, კლასის ხელმძღვანელის- მარიამ გუდავაძის ხელმძღვანელობით, ამ დღესთან დაკავშირებით სასიამოვნო სიურპრიზი მოუწყვეს მასწავლებლებს და მათ დღე გაულამაზეს.
მათ ასევე პედაგოგების შრომა და ღვაწლი აღნიშნეს, რისთვისაც მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს.
ეს დღე მოსწავლე-მასწავლებლებისთვის ძალიან ემოციური და შთამბეჭდავი იყო
იხილეთ ფოტოები: