ონისე ბოჭორიშვილი ქუთაისის N10 საჯარო სკოლის დირექტორია, რომელიც ზრუნავს სკოლაში თანამშრომლობითი გარემოს შექმნაზე, მოსწავლებისთვის კი - საინტერესო, მრავალფეროვანი სასწავლო გარემოს უზრუნველყოფაზე. სწორედ ასეთი მიდგომებით დგას განათლების სადარაჯოზე და ზრდის ქვეყნის მომავალს.
გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს დირექტორ ონისე ბოჭორიშვილთან:
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- უსაფრთხო სასწავლო გარემოს.
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- თანამშრომლობა.
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- ისინი არიან დაინტერესებულნი სიახლეების ძიებით.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- ერთსულოვნებას გადაწყვეტილებებში.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- სასწავლო პროცესმა დღის განმავლობაში ჩაიაროს სასკოლო კურიკულუმთან შესაბამისობაში.
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- დიმიტრი უზნაძის, განწყობის ფსიქოლოგიაა.
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- საახალწლო ღონისძიება.