ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და სპორტის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
სწორედ ამიტომ, სკოლაში მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებულ სპორტის გაკვეთილს სთავაზობენ.
ამჯერადაც არ ყოფილა გამონაკლისი. მოსწავლეებმა ფრენბურთი ითამაშეს, ივარჯიშეს და სპორტული შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
აქტივობებში ისინი დიდი მონდომებითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეებს სპორტის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე უნერგავს.
იხილეთ ვიდეო ლიკნზე