ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია. შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
ამის ნათელი მაგალითია, მე-3 კლასელთა საშემოდგომო აქტივობები, რომლებიც ბავშვებს ხელოვნების მასწავლებელმა - ლიზა ჯეირანიამ შესთავაზა.
მოსწავლეებმა საკლასო ოთახები საშემოდგომო ფერებით გააფორმეს, საინტერესო ნამუშევრები შექმნეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.
მოსწავლეებისთვის აქტივობა მეტად სახალისო აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: