გიორგი ბენიძე, მამუკა სამაკაშვილის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის დირექტორი, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელია, რომლისთვისაც სასკოლო საზოგადოების კეთილდღეობა უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით ზრუნავს შექმნას ისეთი სასწავლო გარემო, სადაც თავს ყველა კომფორტულად იგრძნობს და შეძლებს მაქსიმალურად ორიენტირდეს შედეგების მიღწევაზე.
გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს დირექტორ გიორგი ბენიძესთან:
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- პოზიტიური გარემო ნიშნავს ბედნიერების მაღალ ხარისხს. სკოლაში მოსწავლე, მშობელი, მასწავლებელი თავს ბედნიერად უნდა გრძნობდეს.
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- ნდობა.
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის...მუდმივად ძიების პროცესში არიან, მსჯელობენ არგუმენტების მოშველიებით.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- ყველა ერთისათვის, ერთი ყველასათვის.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- ვიყო უკეთესი ვიდრე წინა დღეს.
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- რთული კითხვაა.... წაიკითხონ ყველაფერი, რაც ხელში ჩაუვარდებათ, ყველაფრის ან ზედმეტის წაკითხვას ვერც ერთი ადამიანი ვერ ასწრებს. სულხან საბა ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისა“, პროსპერ მერიმეს „მატეო ფალკონე“.
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- ბოლო ზარი.