ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ სკოლა პროექტში - „გეომატიკა ყველასთვის: განათლების სეზონური სკოლის სერიები“ მონაწილეობს.
პროექტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა, რომლის მთავარი თემებიც იყო: გეოგრაფიის მნიშვნელობა დღევანდელ სამყაროში; ქალაქებისა და ურბანული სივრცეების დაგეგმარება; დრონების გამოყენება გეოგრაფიაში; გეოგრაფიული ხელსაწყოების, როგორიცაა დრონი და ლაზერული მანძილმზომის, დანიშნულება და ადგილზე პრაქტიკული გამოყენება.
შეხვედრაზე შემდეგმა მომხსენებლებმა ისაუბრეს:
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა დრონის აგებულება შეისწავლეს და ლაზერული მანძილმზომი პრაქტიკაში გამოიყენეს.
აღსანიშნავია, რომ პროექტის დონორი განათლების საერთაშორისო ცენტრი/ LEPL International Education Center, ხოლო თანადამფინანსებელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გახლავთ.
იხილეთ ფოტოები: