თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა მეთოდებს და მინდგომებს იყენებენ და მოსწავლეებს სასწავლო პროცესს უმრავალფეროვნებენ.
ამის ნათელი მაგალითია 30 ოქტომბერს ჩატარებული ინტეგრიგებული გაკვეთილი თემაზე - „შემოდგომა ჩემს სოფელში“.
გაკვეთილი სკოლის II და III კლასის პედაგოგებმა - თამარ ხუციშვილმა, ნეტარი გომურაშვილმა და ნინო მარელიშვილმა წარმართეს.
სკოლის დირექტორის ქალბატონ ლიანა ერგემლიძის თანადგომით, მოეწყო სასწავლო ექსკურსია სოფელში მდებარე მარანში - „ელიზბარ 1918“, სადაც ბავშვებს მარნის დამაარსებელმა და მეპატრონემ - ბატონმა დავით თურქესტანიშვილმა უმასპინძლა.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს ქვევრები, სადაც დუღდა ახლად დაწურული ყურძენი. მასპინძელი და მოსწავეთა ბუნების მასწავლებელი ბავშვებს ესაუბრნენ ღვინის დაყენების უძველეს ტრადიციებზე, რომლის მიხედვითაც იღებენ ღვინოს ამ მარანში.
მოსწავლეებმა, მუსიკის მასწავლებლის- დალი ზუროშვილის ხელმძღვანელობით, შეასრულეს სიმღერები და წაიკითხეს ლექსები, რომლებიც ეძღვნებოდა ბარაქიან შემოდგომას.
იხილეთ ფოტოები: