დაბა ასპინძის საჯარო სკოლის მოსწავლეები ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის მნიშვნელობას ნათლაც აცნობიერებენ.
ამის ნათელი დასტურია ისიც, რომ ახალგაზრდები, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ თემატურ აქტივობაში ერთვებიან.
მათ შორის, ისინი სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაშიც მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა სპორტული შესაძლებლობები წარმოაჩინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ღირსეულად იასპარეზეს.
შედეგად, მძლეოსნობაში სკოლის მოსწავლე გოგონებმა მესამე ადგილი მოიპოვეს. მოსწავლეებმა ასევე, წარმატებას მიაღწიეს მინი ფეხბურთშიც - მათ პირველი ადგილი დაიმსახურეს.
იხილეთ ფოტოები: