ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის პირველ კლასში დიდი ჟრიამული და ამაღლებული განწყობა იყო.
ამის მიზეზი კი, განსაკუთრებული მოვლენაა - ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ბელა ლაღაძემ და მისმა უსაყვარლესმა პირველკლასელებმა „ანბანის შემობრძანება“ აღნიშნეს.
კლასში საზეიმო გაკვეთილი ჩატარდა, რომლის მიმდინარეობაშიც პატარები დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ წინარე ცოდნა გამოავლინეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სწავლას აქტიურად შეუდგნენ.
„გილოცავთ, პატარებო, ჯადოსნური ანბანის სამყაროში შემობრძანებას“,- ასეთია სასკოლო საზოგადოების სურვილები.
იხილეთ ფოტოები: