ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა არაქალის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს.
I კლასის დამრიგებელმა - სიუზანნა ბორბორიანმა, მეტად საინტერესო და შთამბეჭდავი ღონისძიება ჩაატარა სახელწოდებით - „ანბანის შემობრძანება“.
მასწავლებელმა ეს დღე ჯადოსნურ და საოცარ ამბად აქცია.
მასწავლებლის მიზანი იყო მოსწავლეთა მოტივაციისა და ცნობისმოყვარეობის გაზრდა, რაც საუკეთესოდ გამოუვიდა.
პატარები ანბანის სწავლას დიდი შემართებით შეუდგნენ და წიგნიერების ჯადოსნურ სამყაროში თამამად შეაბიჯეს.
იხილეთ ფოტოები: