გრიგოლ შალამბერიძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეეთის საჯარო სკოლის დირექტორია, რომელიც მაღალი პროფესიონალიზმით ზრუნავს განათლებული თაობების აღზრდაზე და სკოლაში ეფექტური, განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნაზე. მისი ყველაზე დიდი მოტივაცია კი, პოზიტიური დამოკიდებულებაა, რომელსაც მოსწავლეებისგან იღებს.
გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს დირექტორ გრიგოლ შალამბერიძესთან:
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- სასკოლო ცხოვრებაში ჩართულ ყველა წევრს შორის თბილ დამოკიდებულებას, სხვათა აზრის, შეხედულებების და პოზიციის პატივისცემას.
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- ნდობა, გულწრფელობა, მიმღებლობა და ურთიერთპატივისცემა.
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- ისინი არიან პირდაპირები, მიზანდასახულები და პასუხისმგებლიანები.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- თითოეული სტრუქტურული ერთეულის შეთანხმებულ ქმედებას, რომელიც მიმართულია სკოლის განვითარებისკენ.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- პოზიტიური დამოკიდებულება, რომელსაც მოსწავლეებისგან ვიღებ.
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებები.
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- „მხიარული სტარტები“, საახალწლო ღონისძიებები, ექსკურსიები.