მზია მიქელაძე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზმანის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელია, რომელიც პატარებს წიგნიერების დიდ სამყაროში მეგზურობას უწევს, ზრუნავს ღირსეული და განათლებული თაობების აღზრდაზე და სიყვარულით ემსახურება თავის პროფესიას.
გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ მზია მიქელაძესთან:
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- სკოლაში უსაფრთხო, თბილ, ყურადღებიან მდგომარეობასა და დამოკიდებულებას.
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- თანამშრომლობა, ნდობა, ურთიერთპატივისცემა.
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- მათი ურთიერთობა და ქცევა დამოკიდებულია ურთიერთპატივისცემაზე. ისინი უფრთხილდებიან როგორც საკუთარ ისე სკოლის სახელსა და ავტორიტეტს.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- თანამშრომლობასა და გუნდურობას.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- როდესაც ვხედავ ჩემი მოსწავლეების დღითიდღე განვითარებასა და მიღწევებს.
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- რევაზ ინანიშვილის მოთხრობები.
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- ლაშქრობები და ექსკურსიები.