ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლაში საკუთარი საქმის პროფესიონალი პედაგოგები მუშაობენ, რომლებიც სასკოლო საზოგადოების განვითარებაზე აქტიურად ზურნავენ.
ერთ-ერთი მათგანი ისტორიის მასწავლებელი, საგნობრივი ექსპერტი საზოგადოებრივ მეცნიერებებში - დავით ბოლქვაძე გახლავთ. მის დამსახურებაზე ნათლად მეტყველებს ისიც, რომ სკოლამ დავით ბოლქვაძე სკოლამ წლის საუკეთესო მასწავლებელთა ჯილდოზე წარადგინა.
აღნიშნული ღონისძიება, მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში გაიმართა, სადაც საჯარო და მართლმადიდებლური სკოლის წლის პედაგოგები გამოვლინდნენ. მათ მადლობის სიგელები და ფულადი პრიზები გადაეცათ.
ღონისძიებას ლანჩხუთის მერი - ალექსანდრე სარიშვილი, პირველი მოადგილე - ეკატერინე გუჯაბიძე და სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე - ქეთევან მოისწრაფეშვილი ესწრებოდნენ.
იხილეთ ფოტოები: