თბილისის N28 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი, სადაც მოსწავლეთა განათლება და მოტივირება პედაგოგების მთავარი საზრუნავია.
ისინი აღსაზრდელებს არაერთ საინტერესო აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ. ამჯერად, ინგლისური ენის მორიგი შედეგზე ორიენტირებული ღია გაკვეთილი მე-2 კლასში ჩატარდა.
მის მიმდინარეობაში მოსწავლეები საგნის პედაგოგის - ქეთევან დავლიანიძის ხელმძღვანელობით, დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ შესაძლებლობები და უცხო ენის ცოდნის დონე გამოავლინეს.
აღსანიშნავია, რომ მე-2 კლასის მოსწავლეებისთვის ღია გაკვეთილი მეტად საინტერესო და ნაყოფიერი იყო.
იხილეთ ფოტოები: