განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავტორიზაციის საბჭოს მორიგი სხდომის შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო 6 საჯარო სკოლის საკითხს 8 ნოემბერს ჩაატარებს.
1.სსიპ - გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის №7 საჯარო სკოლის ავტორიზაციის საკითხის განხილვა;
2.სსიპ - ნიკოლოზ მუსხელიშვილის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ რუსთავის N26 საჯარო სკოლის ავტორიზაციის საკითხის განხილვა;
3.სსიპ - ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზრულის საჯარო სკოლის ავტორიზაციის საკითხის განხილვა;
4.სსიპ - ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიაშის საჯარო სკოლის ავტორიზაციის საკითხის განხილვა;
5.სსიპ - ქალაქ თბილისისN147 საჯარო სკოლის ავტორიზაციის საკითხის განხილვა;
6.სსიპ - ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაცორიის საჯარო სკოლის ავტორიზაციის საკითხის განხილვა;
პროცესის წარმატებით გავლისა და მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში სკოლებს 9 წლიანი ავტორიზაცია მიენიჭებათ.