ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგები მათ საინტერესო და მრავალფეროვან საგაკვეთილო პროცესს სთავაზობებენ.
ამჯერად, სკოლის პირველკლასელებმა მშობლიური ანბანის სწავლა საზეიმო ვითარებაში დაიწყეს.
სკოლის 1-ელ კლასში პირველ ასო-ბგერებს საინტერესო ღია გაკვეთილი მიეძღვნა, რომელიც მშობლიურ ენაზე ჩატარდა.
„ლამაზად და მრავალფეროვნად მოწყობილ საკლასო ოთახში იგრძნობოდა საზეიმო განწყობა“, - გვიყვებიან სკოლაში.
ღონისძიებაზე, ბავშვებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. მათ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
„ბავშვების ლექსებით და სიმღერებით დატკბნენ მშობლები და სასკოლო საზოგადოება. ეს არის მათი პირველი ნაბიჯი ცოდნის სამყაროში“, - აღნიშნავენ სკოლაში.
დაწყებითი კლასის მასწავლებელმა - გეღეციკ გაბრიელიანმა მიულოცა ბავშვებს მშობლიური ანბანის გაცნობა და უსურვა მათ ჯანმრთელობა, ბევრი წარმატება.
იხილეთ ფოტოები: