თბილისის N28 საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი „გასეირნება თიანეთში“
06-11-2024

თბილისის N28 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად და ნაყოფიერად მიმდინარეობს. 

ახლახან, X და XI კლასების მოსწავლეებმა შემეცნებითი საგანმანათლებლო გასვლითი ღონისძიება - „გასეირნება თიანეთში“ მოაწყვეს. 

მათ XIII საუკუნის ტაძარი - ფუძნარი, მირზა გელოვანისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმები მონახულეს. ასევე, კეთილმოწყობილი პარკი - კუჟბაღი დაათვალიერეს.

მოსწავლეებმა ერწოს ულამაზესი ხეივნისა და საბადურის ტყის ხედებით ისიამოვნეს. აღსანიშნავია, რომ მათ საინტერესო და ლამაზი ფოტოებიც გადაიღეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, თიანეთში გასეირნება ყველასთვის ძალიან შთამბეჭდავი იყო. გასვლით ღონისძიებას პედაგოგები - ია ტუშური და ქეთევან დავითაშვილი ხელმძღვანელობდნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203