ალექსანდრე ონიანის სახელობის ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟახუნდერის საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგთა ხელმძღვანელობით, საინტერესო აქტივობებსა და კონკურსშებში დიდი მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, ისინი კონკურსში - „იქნებ ვაზია სამშობლო“ მონაწილეობდნენ.
კონკურსში, მოსწავლეთა ნაშრომებმა გაიმარჯვა და გამოიცა წიგნი.
სკოლაში მოსწავლეებს და მათ პედაგოგს - მაყვალა ნიფჩვიანს კიდევ ერთ მიღწეულ წარმატებას ულოცავენ, მათ წინსვლას უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერს.
იხილეთ ფოტოები: