ფიქრია მუსერიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღის საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგია, რომელიც უზომოდ შეყვარებულია თავის საქმესა და მოსწავლეებზე. დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება განათლებული თაობების აღზრდას და ახარებს, რომ მისი მოსწავლეები არა მხოლოდ საგნის კარგი ცოდნით, არამედ ზრდილობითა და კარგი ადამიანობით გამოირჩევიან.
Etaloni.ge-ის ბლიც-ინტერვიუს პედაგოგი ფიქრია მუსერიძე პასუხობს:
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- სწავლა-სწავლების მაღალი ხარისხისთვის პოზიტიური განწყობის შექმნას, უსაფრთხო გარემოს, ესთეტიკურად მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას, მოსწავლეების მხრიდან საკუთარი ინტერესების და იდეების თავისუფლად გამოხატვის საშუალებას და მისი განხორციელების ხელშეწყობას.
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- ურთიერთპატივისცემა, კეთილგანწყობა და ურთიერთთანამშრომლობა.
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- სკოლის გარეთ, სხვადასხვა სახის ურთიერთობებსა და საზოგადოებაში ამჟღავნებენ ზომიერ ცნობისმოყვარეობას, კარგ ქცევებს და ცოდნას.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- კეთილგანწყობისა და ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე წარმატებული თაობების აღზრდას.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- საქმისადმი სიყვარული და მიღწეული შედეგები.
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობები; გოდერძი ჩოხელის „მგელი“; ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია“; ჰარიტ ბიჩერ სტოუს „ბიძია თომას ქოხი“; ნიკო ლორთქიფანიძის ნოველები; ალექსანდრე დიუმას „გრაფ მონტე კრისტო“.
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- საახალწლო ზეიმი, სპორტული ღონისძიებები და ექსკურსიები.