ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები უზრუნველყოფენ, რომ მოსწავლეებისთვის სასწავლო გარემო მეტად მრავალფეროვანი იყოს.
ახლახან, სკოლაში ჩოხატაურის კულტურის ცენტრთან არსებული სახალხო თეატრის მსახიობსა და ახალგაზრდული დრამატული დასის ხელმძღვანელს - ქეთევან კუკულავას უმასპინძლეს. ის მე-4 კლასის მოსწავლეებს შეხვდა და მათთან თეატრის შესახებ ისაუბრა.
სტუმარმა ბავშვებს ჩოხატაურის თეატრის მოკლე ისტორია მოუთხრო და თეატრის დანიშნულებაზე ისაუბრა. ამის შემდეგ, მან მოსწავლეების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა. აღსანიშნავია, რომ თავი მოსწავლეებმაც გამოიჩნეს, რომლებმაც რამდენიმე ლექსი წაიკითხეს.
„დიდი მადლობა ქალბატონ ქეთევან კუკულავას, საინტერესო შეხვედრისთვის. იმედი გვაქვს, ჩვენი შემოქმედებითი ურთიერთობა წარმატებით გაგრძელდება“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: