თეიმურაზ ჯორბენაძის სახელობის ქალაქ ქობულეთის N3 საჯარო სკოლის ნიჭიერი და მოტივირებული მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა პროექტსა თუ ღონისძიებაში ერთვებიან.
ამჯერად, VIIIა კლასის მოსწავლე - ანასტასია შავიშვილი მეცნიერების ფესტივალში - „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის“ მონაწილეობდა. მან ფესტივალზე მოხსენება/პროექტი - „განახლებადი ენერგიების წყაროები და ინოვაციები“ ფიზიკის პედაგოგის, მირანდა ხაჯიშვილის ხელმძღვანელობით წარადგინა.
აღსანიშნავია, რომ მისი პროექტი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით გადმოცემული STEAM მოწყობილობების გამოყენებით მომზადდა.
მეცნიერების ფესტივალი ბათუმის შოთა რუსათველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ასევე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.
„პროექტი წარგენილი იქნა ბსუ-ის ფიზიკის დეპარტამენტისათვის დათმობილ სივრცეში. ანასტასია შავიშვილმა წარადგინა სხვადასხვა დემონსტრაცია- ექსპერიმენტი რეალურ გარემოში და დაიმსახურა აუდიტორიის დადებითი შეფასებები“,- გვიყვებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: