ნათელა გელაშვილი-დუგაროვი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდეზიტის საჯარო სკოლის პედაგოგია, რომლიც მოსწავლეებს სწავლის აუცილებლობის გააზრებაში ეხმარება. ის მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას სთავაზობს და ცდილობს ქვეყანას ღირსეული ახალგაზრდები აღუზარდოს.
იხილეთ ბლიც-ინტერვიუ პედაგოგ ნათელა გელაშვილ-დუგაროვთან:
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- უსაფრთხო გარემოს, კეთილგანწყობილ ურთიერთობებზე აგებულ თანამშრომლობას, ღიმილიანი სახეებით ერთმანეთზე დადებითი ემოციების გაზიარებას.
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- ურთიერთპატივისცემა და ნდობა.
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- ისინი ჩემი ყოველდღიურობის აზრი არიან.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- ავტორიტეტს საზოგადოებაში, სწავლაზე ორიენტირებული მიდგომებით სწავლის ხარისხის ამაღლებას, სკოლის სახელის წარმოჩენას.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- ვისწავლო და ვასწავლო, გავზარდო მოსწავლეებში განათლების მიღების საჭიროებაზე ფიქრი.
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებები, რომელიც სითბოს, ტრადიციების, სიყვარულის, მეგობრობის და სხვა გრძნობების რეალურ განცდაში დაეხმარებათ.
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- როგორც თითქმის ყველა ბავშვს, განსაკუთრებით საახალწლო და სარვამარტო ღონისძიებები მახარებდა.