ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ სასაშის საჯარო სკოლაში მოსწავლეების განწყობაზე განსაკუთრებით ზრუნავენ და მათთვის მრავალფეროვან ღონისძიებებს მართავენ.
სწორედ ასე, დიდი ჟრიამულითა და ზარ-ზეიმით დაიწყო ახალი სასწავლო წელიც სასაშის საჯარო სკოლაში, ამ დღის ემოციები კი ჯერ კიდევ მოსდევთ მოსწავლეებს.
საზეიმოდ მორთულ სასკოლო სივრცეში მოსწავლეებმა მრავალფროვანი ნომრები დადგეს, ბევრი იხალისეს და კიდევ ერთი დაუვიწყარი მოგონება შექმნეს.
„წარმატებული, ბევრი დადებითი ემოციებით და სიახლეებით სავსე წელი ყველა ჩვენს მოსწავლეს და პედაგოგებს“, - ამ სიტყვებით კი, დაგვირგვინდა 16 სექტემბრის ღონისძიება.
იხილეთ ფოტოები: