ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგები მათ საინტერესო აქტივობებსა და ღონისძიებებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა ხელოვნების მასწავლებლის ხელმძღვანელობით, საშემოდგომო აქტივობები განახორციელეს.
მათ თავიანთი საკლასო ოთახები საშემოდგომო ფერებით გააფორმეს, საინტერესო ნამუშევრები შექმნეს და დრო ნაყოფიერად, სასიამოვნოდ გაატარეს.
აქტივობებში ისინი დიდი მონდომებითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას ზრდის.
იხილეთ ფოტოები: