რაქვთის საჯარო სკოლის მე-2 კლასელებმა წერილის წერის სტრუქტურა საინტერესო აქტივობებით ისწავლეს 
06-11-2024

თამარ ბარათაშვილის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რაქვთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ, რომლებშიც ბავშვები დიდი შემართებით ერთვებიან.

ამჯერად, ასეთი საინტერესო გაკვეთილი მე-2 კლასში ჩატარდა.

„მრავალფეროვანი აქტივობებით ვამდიდრებთ საგაკვეთილო პროცესს მეორე კლასში“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მოსწავლეებმა წერილის წერის სტრუქტურა საინტერესო აქტივობებით ისწავლეს და „სიტყვის კაცს“ მისწერეს.

„მეორე კლასში, კომპლექსური დავალების შემდეგ, რომელიც წერილის წერის სტრუქტურის შესწავლას ისახავდა მიზნად, მოსწავლეებმა თვითონ გამოთქვეს სურვილი მიეწერათ წერილი „სიტყვის კაცისთვის“, - გვიყვებიან სკოლაში.

აღნიშნულ დავალებას მოსწავლეებმა თავი წარმატებით გაართვეს და კლასში, წარადგინეს კარგად შესრულებული საშინაო დავალებები.

მოსწავლეებს დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლუიზა ბერიძე ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203