„დემოკრატიული სასკოლო კულტურა არ არსებობს თანამშრომლობის გარეშე“ - ეკატერინე ენდელაძე თბილისის N142 საჯარო სკოლის დირექტორი  
06-11-2024

ეკატერინე ენდელაძე თბილისის N142 საჯარო სკოლის დირექტორია, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია სკოლაში დემოკრატიული სასკოლო კულტურის დამყარება და ჯანსაღი თანამშრომლობის უზრუნველყობა მოსწავლებსა და პედაგოგებს შორის, ამ მისწრაფებითა და ლიდერული თვისებებით, ნამდვილად ახერხებს იყოს წარმატებული სკოლის წარმატებული ლიდერი და ამაყობდეს პროფესიონალი კადრებითა და ნიჭიერი მოსწავლეების მიღწევებით. 

იხილეთ ბლიც-ინტერვიუ დირექტორ ეკატერინე ენდელაძესთან:

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- საკლასო გარემოზე საუბრისას მნიშვნელოვანია  სასკოლო გარემოც გავითვალისწინოთ, რადგან ისინი მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული.

მეგობრული და სასიამოვნო გარემოს შესაქმნელად ჩვენი სკოლა  განსხვავებულ  აქტივობებს გეგმავს და ახორციელებს.  

ამჯერად,  საშემოდგომო ღონისძიებისთვის ვემზადებით, სადაც მონაწილეობას მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ერთად მშობლებიც მიიღებენ.  

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- დემოკრატიული სასკოლო კულტურა არ არსებობს თანამშრომლობისა და მონაწილეობის გარეშე. მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობა ეს არის პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს გაკვეთილის შეუფერხებლად წარმართვას და მოსწავლეთა არასასურველი ქცევის თავიდან აცილებას. ამ პროცესში მნიშვნელოვანი ფუნქცია ეკისრება მასწავლებელს და კლასის მართვის სტილს.

სწორედ სასკოლო თანამშრომლობასა  და საერთო სასკოლო მიდგომაზე  უნდა იყოს დაფუძნებული მოსწავლისა და მასწავლებლის თანამშრომლობა. . მასწავლებელი გადაწყვეტილებას არ იღებს დამოუკიდებლად. მისთვის ყოველთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მოსაზრება და დამოკიდებულება საკითხთა მიმართ.

ამ მხრივ საჭიროა შეთანხმებული საქმიანობა, საერთო სასკოლო მიდგომა და მჭოდრო, მიზნობრივი თანამშრომლობა.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან... 

- ვამაყობთ ჩვენი სკოლის მოსწავლეებით, რადგან მათი წინსვლა ჩვენი სკოლის დიდ წარმატებას უდრის.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

სასკოლო საზოგადოების სიძლიერე სწავლების პროცესში საერთო სასკოლო მიდგომას გულისხმობს.  ამგვარი მიდგომა ეხმარება მასწავლებლებს ერთიან და შეკრულ გუნდად იმუშაონ სკოლის საზოგადოების ფარგლებში, რადგან მათი სწავლების პრაქტიკა, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთისგან რამდენადმე განსხვავებულ საგნებს ასწავლიან,  ისინი მოსწავლეებში საერთო მიზნების მიღწევას,  საერთო საჭიროებების დაკმაყოფილებასა და საერთო გამოწვევებთან გამკლავებას ემსახურება.

მიუხედავად იმისა, რომ პროცესი შესაძლოა სკოლის ადმინისტრაციის მიერ იყოს ინიცირებული, საერთო სასკოლო მიდგომის თანმიმდევრული, კოლექტიური და თანამშრომლობითი მეთოდი გულისხმობს სკოლის მთლიანი საზოგადოების, მშობლებისა და პედაგოგიური საზოგადოების სრულფასოვან, მიზნობრივ ჩართულობას.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- ჩემს ყოველდღიურ მოტივაციას სწავლების სწავლასთან დაკავშირება და თანამშრომლობითი კულტურის შექმნა -დამკვიდრება განაპირობებს.  

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ... 

- ვურჩევდი, რომ მოსწავლეები გაცნობოდნენ წიგნების სერიას - „მოსწავლის არჩევანი“, აქ ძალიან საინტერესო წიგნებია.

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა და მახარებს დღემდე პირველკლასელთა საზეიმო მიღება და „ბოლო ზარია“. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203