ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლის აქტიური და მოტივირებული მოსწავლეები, დირექციისა და პედაგოგთა მხარდაჭერით, სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობენ.
ახლახან, დეხვირის საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - თამარ ჩაკვეტაძის ხელმძღვანელობით, გაიმართა ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლა“ შემოდგომის სეზონის შიდასასკოლო ჩემპიონატი, რომელშიც მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8 კლასების მოსწავლეები ჩაერთნენ.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, თითოეული გუნდი აქტიური და მოტივირებული იყო გამარჯვებისთვის, რამაც თამაში მეტად საინტერესო და სახალისო გახადა. გაიმარჯვეს გუნდებმა - „არწივები“ და „ერუდიტთა საზოგადოება“.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეებმა დიდი შემართებით, შესანიშნავად იასპარეზეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
გამარჯვებული გუნდები მონაწილეობას მიიღებენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მასშტაბით გამართულ სკოლათაშორის ჩემპიონატში.
სკოლაში მოსწავლეთა აქტიურობა ახარებთ და მოსწავლეებს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„თითოეულ მოსწავლეს ვუსურვებთ წარმატებასა და გამარჯვებას!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: