ფორმის დაწესებისას სკოლამ უნდა გაითვალისწინოს მოსწავლის ფინანსური შესაძლებლობები - რა წერია კანონში
09-11-2024

საქართველოში არსებულ ნებისმიერ საჯარო თუ კერძო სკოლას უფლება აქვს, დააწესოს სასკოლო ფორმა, როგორ მოსწავლეებისთვის ისე მასწავლებლებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ზოგადი განათლების შესახებ კანონში რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტია, რომელიც სკოლებმა ფორმის შემოღებისას უნდა გაითვალისწინონ, მათ შორის მოსწავლეთა ფინანსური მდგომარეობა.

„სკოლას უფლება აქვს დააწესოს სასკოლო ფორმა ისე, რომ არ შეზღუდოს მოსწავლის და მასწავლებლის გამოხატვის თავისუფლება. მოსწავლეს და მასწავლებელს უფლება აქვთ დასაბუთებული უარი თქვან სასკოლო ფორმის ტარებაზე.

სასკოლო ფორმის დაწესებისას სკოლამ უნდა გაითვალისწინოს მოსწავლის ფინანსური შესაძლებლობები და თუ მას არ შეუძლია ფორმის შეძენა, სკოლამ უნდა უზრუნველყოს იგი ფორმით“, - ვკითხულობთ კანონში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203