თბილისის N118 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა კონკუსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში მხარდაჭერილი და წახალისებულია.
17 სექტემბერს, სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“ შიდასასკოლო ჩემპიონატი გაიმართა.
ინტელექტუალურ შეჯიბრებაში საბაზო-საშუალო საფეხურზე 6 გუნდი ასპარეზობდა.
ღონიძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექციის წარმომადგენლებიც.
დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება მე-10 -2 კლასის გუნდმა მოიპოვა.
სკოლაში მოსწავლეთა აქტიურობა ახარებთ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენი შიდასასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებულებს „ტვინების ბრძოლის“ შემდეგ ეტაპზე“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: