ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ალპანის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოებაზე აქტიურად ზრუნავენ, ამ მიზნით კი მოსწავლეებს არაერთ ღონისძიებასა თუ გასვლით აქტივობას სთავაზობენ.
ახლახან, მოსწავლეები საბავშვო მიუზიკლის თეატრს სტუმრობდნენ. მოსწავლეებმა სპექტაკლი „ჭინჭრაქა“ ნახეს, რომელიც მათთვის მეტად შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
„გზა ალპანის საჯარო სკოლიდან - ცაგერის კულტურის სახლისაკენ, პატარების მოლოდინით სავსე თავლები... ემოციები და დასაწყისი სპექტკლისა - „ჭინჭრაქა“ ანუ „არ დეილევა ქე იცით, ამ ქვეყნად მჯობნის მჯობია“, ფარდის გახსნა და განწყობა მხიარული“,- გვიზიარებენ მოსწავლეთა ემოციებს სკოლიდან და ახარებთ მოსწავლეთა ინტერესი თეატრალური ხელოვნების მიმართ.
სპექტაკლის რეჟისორი დარეჯან საღინაძე გახლავთ, მხატვარი-ნუგზარ კოპალიანი, მუსიკალური გაფორმება და ქორეოგრაფია - დარეჯან საღინაძეს ეკუთვნის, გამნათებელი კი ნატო შკუბულიანია.
სკოლაში თეატრალურ დაასს მადლობას უხდიან დაუვიწყარი ემოციებისთვის.
იხიეთ ფოტოები: