ტყიბულის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებულია, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
1-ელ ნოემბერს, დაწყებითების კათედრის ორგანიზებით, (კათედრის ხელმძღვანელი დარინა კირკიტაძე) სპორტული ღონისძიება - „მხიარული სტარტები“ ჩატარდა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ II-IV კლასის მოსწავლეები (პედაგოგები: შალვა ბიბილაშვილი, დარინა კირკიტაძე და ნინო ვუბინიძე).
ბავშვები ერთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეჯიბრნენ.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიება სახალისო იყო ბავშვებისათვის და დატვირთული იყო სპორტული აქტივობებით.
მონაწილე მოსწავლეები სკოლის დირექტორმა - მეგი ქათამაძემ დიპლომებით დააჯილდოვა.
იხილეთ ფოტოები: