შეზღუდვა, რომელიც მოსწავლეებს შეეხებათ - რა წერია საჯარო სკოლების საპანსიონო მომსახურებაზე 2025-2028 წლების სამოქმედო გეგმაში
09-11-2024

აჭარის მთავრობის 2025-2028 წლის სამოქმედო გეგმის, განათლების ნაწილში საუბარი ეხება საჯარო სკოლების საპანსიონო მომსახურებას, გაძლიერებულ (ფიზიკა- მათემატიკა) და ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობას.

დოკუმენტში საუბარია, რომ ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმის ფარგლებში სახელმწიფოს პრიორიტეტია საპანსიონო მომსახურების დაწესებულებების ბენეფიციარი მოსწავლეების დაბრუნება ბიოლოგიურ ოჯახებში, ან განთავსება ალტერნატიულ ოჯახურ გარემოსთან მიახლოვებულ სერვისებში (საოჯახო ტიპის სახლები) და აქცენტი აღებულია გაძლიერებული სწავლების დანერგვაზე, შესაბამისად მიზანშეწონილია გარდამავალ ეტაპზე შეჩერდეს პანსიონებში მოსწავლეთა მიღება;

იგეგმება ფიზიკა-მათემატიკის გაძლიერებული, ინტენსიური შესწავლა თანამედროვე, საერთაშორისო დონეზე აპრობირებული მეთოდებით; ასევე ფიზიკური, ინტელექტუალური, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური თუ სხვა მდგომარეობის გამო სწავლასთან დაკავშირებული სირთულეების მქონე მოსწავლეებისთვის მაღალი ხარისხის განათლების მისაღებად შესაბამისი პირობების შექმნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203